სამეცნიერო კონსულტანტთან შეხვედრა

2025 წლის 9-12 მაისს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი მაკა ელბაქიძე და პროექტის ძირითადი შემსრულებელი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის პრეზიდენტი ირმა რატიანი იმყოფებოდნენ ქალაქ ბაქოში უცხოელ მეცნიერ-კონსულტანტთან, რაჰილია გეიბულაევასთან საკონსულტაციო შეხვედრაზე. პროფესორი გეიბულაევა არის აზერბაიჯანის კომპარატივისტული ასოციაციის პრეზიდენტი, ბაქოს სლავური უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც ქართველ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 
შეხვედრისას გამოიკვეთა კვლევის რამდენიმე მიმართულება, კერძოდ: იდენტობის რეკონსტრუქციის საკითხები პოსტსაბჭოთა გარდამავალ პერიოდში; ეროვნულ ლიტერატურათა და კულტურათა საწყისი წერტილები, მათი საერთო წარსულის განმსაზღვრელი კრიტერიუმები და მათი თანამედროვე ინტერპრეტაცია; სტერეოტიპები, არქეტიპები, პროტოტიპები; კულტურულ არქეტიპთა იდენტურობა და „ნაციონალურობა“ და ა. შ. 




Комментарии

Популярные сообщения из этого блога

„შალვაობის“ დაწესება

მწერალთა კავშირის გამგეობის პლენუმი