„შალვაობის“ დაწესება
14 მაისი, 1976 წ.
დღის წესრიგის მე-9 საკითხი იყო: „ლიტერატურულ-თეატრალური სახალხო ზეიმის „შალვაობის“ დაწესების შესახებ“.
საქართველოს კპ ცხაკაიას რაიონული ბიურო აღნიშნავს, რომ მავნე ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების თაობაზე საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის დადგენილების განუხრელად განხორციელების და საბჭოური ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების განმტკიცებისა და გაღრმავებისათვის საჭიროა გაძლიერდეს ახალი ტრადიციების დამკვიდრება და განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობენ მშრომელი მასების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის კომუნისტური ზნეობით, პატრიოტული და ინტერნაციონალური სულისკვეთებით აღზრდას.
ითვალისწინებს რა ცხაკაიას რაიონის საამაყო შვილის გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, შალვა ნიკოს ძე დადიანის უდიდეს წვლილს ქართული საბჭოთა ლიტერატურისა და თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, მის დიდ პოპულარობასა და სიყვარულს მშრომელ მასებში, რაც განსაკუთრებული სიძლიერით გამოვლინდა საქართველოში მწერლის 100 წლის იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებით.
ცხაკაიას კპ რაიკომის ბიურო ადგენს:
- გამოჩენილი ქართველი მწერლისა და თეატრალური მოღვაწის, ცხაკაიას მკვიდრის, შალვა ნიკოს ძე დადიანის უკვდავსაყოფად ყოველწლიურად ივნისის ბოლო შაბათს მოეწყოს ლიტერატურულ-თეატრალური სახალხო ზეიმი „შალვაობა“.
- „შალვაობის“ მაღალიდეურ დონეზე და ორგანიზებულად აღნიშვნისათვის შეიქმნას რაიონული კომისია [ჩამოთვლილი არიან ადგილობრივი პარტიული მუშაკები] და დაევალოს კომისიას, ერთი კვირის ვადაში შეიმუშაოს „შალვაობის“ ჩატარების გეგმა-პროგრამა.
- ეთხოვოს საქართველოს მწერალთა კავშირს და თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ სახალხო ზეიმის „შალვაობის“ მომზადებასა და ჩატარებაში.
(საქართველოს ეროვნული არქივი,
ფონდი #8, ანაწერი #1, საქმე #2783, ოქმი #6)
Комментарии
Отправить комментарий