მწერალთა კავშირის გამგეობის პლენუმი
სტენოგრაფიული ანგარიში
1974 წლის 25 ივნისითავ-რე - თ. ბუაჩიძე
დღის წესრიგი: საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მაისის პლენუმის შედეგები და ქართველ მწერალთა ამოცანები. მომხსენებელი ამხ. გრ. აბაშიძე
„საბჭოთა კავშირშიც გამოჩნდნენ მლიქვნელები და მექრთამეები, როგორ მოხდა, რომ ვთქვათ, რომელიმე ძველი ბოლშევიკი, საბჭოთა ხელისუფლებისთვის იარაღით მებრძოლი ადამიანი, ქრთამის ამღები გახდა? ასეთი და ბევრი სხვა კითხვა ბუნებრივად ისმება მწერლის წინაშე და მხატვარმა მას გვერდი კი არ უნდა აუაროს, პირიქით, ღრმად უნდა ჩასწვდეს ადამიანის ფსიქიკაში მომხდარი ცვლილებების მიზეზებს და სწორი მარქსისტული ანალიზის საფუძველზე ახსნას მათი დღემოკლეობა, სოციალური უნიადაგობა და სოციალიზმის ბუნებასთან შეთავსებლობა“.
„ამ დღეებში ცკ-ის ბიურომ მიიღო დადგენილება, რომელიც უზრუნველყოფს ქართველი მწერლების შემოქმედებითი და ყოფა-ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. ამ დადგენილებას ჩვენ საგანგებოდ განვიხილავთ უახლოეს მომავალში.
პარტია დიდი მოლოდინით უყურებს ხელოვნებას, ახალი შედევრების შექმნის დროაო, განაცხადა ე. შევარდნაძემ მწერალთა საკავშირო თათბირზე. გავუმართლოთ ჩვენ მშობლიურ პარტიასა და ხალხს ეს მოლოდინი, მივცეთ მათ სიტყვა, რომ შევქმნით ბრძოლისა და შრომის გმირების, ჩვენი მოწინავე ადამიანების საინტერესო ცხოვრების ამსახველ ახალ შედევრებს, უკვდავვყოფთ ჩვენი წიგნებით ახალი საქართველოს მშენებლებს, ნათელი კომუნისტური მომავლის მშენებლებს!“ (გვ. 6-15)
(საქართველოს ეროვნული არქივი,
ფონდი #8, ანაწერი #1, საქმე #2738)
Комментарии
Отправить комментарий