Сообщения

Сообщения за январь, 2026

მწერალთა კავშირის მე-9 ყრილობა

ნაწყვეტი საქ. კპ ცკ მდივნის, ამხ. გურამ ენუქიძის მისასალმებელი სიტყვიდან:  30 მარტი 1981 წელი „საბჭოთა საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარების, პარტიის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებების მეცნიერულ განსაზღვრასთან ერთად ყრილობამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იდეოლოგიურ, იდეურ-ზნეობრივ საკითხებს, ამ საკითხების გადაწყვეტაში ლიტერატურისა და ხელოვნების ამოცანებს; სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ ამხ. ლ. ი. ბრეჟნევმა საანგარიშო მოხსენებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უდავოა შემოქმედი მუშაკების წარმატებანი ჩვენი თანამედროვეობის ბრწყინვალე საქმეების შექმნაში. ეს ნაწარმოებნი აღელვებს ადამიანს, იწვევს პაექრობას, გვაიძულებს, ჩავუფიქრდეთ აწმყოსა და მომავალს. პარტია მიესალმება საუკუთესო ნაწარმოებებისათვის დამახასიათებელ მოქალაქეობრივ პათოსს, ნაკლოვანებებისადმი შეურიგებლობას, ხელოვნების აქტიურ ჩარევას იმ პრობლემათა გადაწყვეტაში, რომლებითაც ჩვენი საზოგადოება სულდგმულობს“.  როგორც საქართველოს კომპარტ...

მწერალთა კავშირის აქტივის კრება

ოქმი  1977 წლის 7 ივნისი  თავ-რე - გრ. აბაშიძე, მდივანი - ზ. ბოტკოველი   დღის წესრიგი: საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ახალი კონსტიტუცია და ქართველ მწერალთა ამოცანები.   აქტივის კრებამ მიიღო დადგენილება: მთელი ქართული მწერლობა ერთსულოვნად იწონებს ჩვენი ეპოქის უდიდეს დოკუმენტს - ახალი საბჭოთა კონსტიტუციის პროექტს. ჩვენს ქვეყანაში სოციალიზმის გამარჯვების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ახალი კონსტიტუციის მიღება ჭეშმარიტად დასტურია საბჭოთა დემოკრატიის განვითარებისა, ნიშანსვეტია ჩვენი სამშობლოს შემდგომი წინსვლისა. იწონებენ რა ახალი კონსტიტუციის პროექტს, ქართველი მწერლები აცხადებენ თავიანთ მზადყოფნას - კვლავ შთაგონებულად ემსახურონ ჩვენს პარტიას, მთელ ხალხს. ჩვენ გვჯერა, რომ ახალი კონსტიტუცია ხელს შეუწყობს ჩვენი ლიტერატურის ახალ აღმავლობას და განვითარებას. ახალი კონსტიტუციით, ჩვენი ხალხის გამარჯვებებით შთაგონებული ქართული მწერლობა მთელი შემოქმედებითი ძალების მობილიზაციით ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ღირსეულად ასახოს საბჭოთა ხალხის თავდადებული შრომა და ბრ...

მწერლის მოვალეობის შესახებ

1976 წლის 16 ნოემბერი  თავ-რე ნ. დუმბაძე   დღის წესრიგი: საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილება, თუ როგორ ასრულებს საქ. კპ ცენტრალური კომიტეტის დადგენილებას თბილისის პარტიული ორგანიზაციის პოლიტიკური და ორგანიზატორული მუშაობის შესახებ.   სიტყვა მოხსენებისთვის ეძლევა მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს - გრიგოლ აბაშიძეს: „დისციპლინა ლიტერატურაში მაღალ პროფესიონალიზმს გულისხმობს. წავიდა დრო მოყვარულობისა და დილეტანტიზმისა. დღეს მწერლის შრომა, თუ იგი მართლა მწერალია და პროფესიონალი, უაღრესად ორგანიზებულია და სამუშაო დროც მკაცრად რეგლამენტირებული. როცა კაცი ლიტერატურული შრომით ცხოვრობს და ეს მისი ერთადერთი პროფესიაა, იგი ყოველ წელს თუ არა, ორ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა წერდეს ახალ ტომს. ასეა ყველგან, საბჭოთა რუსეთშიც, სოციალისტურ ევროპაშიც და კაპიტალისტურ დასავლეთშიც“.   კამათში გამოსული გიორგი ნატროშვილი ჩივის იმაზე, რომ ახალგაზრდების ლიტერატურაში ძირითადად მოთქმა და ბებრული წუწუნია წუთისოფლის სიმრუდეზე და არა ახალგაზრდული აღტაც...

„შალვაობის“ დაწესება

14 მაისი, 1976 წ.    დღის წესრიგის მე-9 საკითხი იყო: „ლიტერატურულ-თეატრალური სახალხო ზეიმის „შალვაობის“ დაწესების შესახებ“.   საქართველოს კპ ცხაკაიას რაიონული ბიურო აღნიშნავს, რომ მავნე ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების თაობაზე საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის დადგენილების განუხრელად განხორციელების და საბჭოური ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების განმტკიცებისა და გაღრმავებისათვის საჭიროა გაძლიერდეს ახალი ტრადიციების დამკვიდრება და განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობენ მშრომელი მასების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის კომუნისტური ზნეობით, პატრიოტული და ინტერნაციონალური სულისკვეთებით აღზრდას.  ითვალისწინებს რა ცხაკაიას რაიონის საამაყო შვილის გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, შალვა ნიკოს ძე დადიანის უდიდეს წვლილს ქართული საბჭოთა ლიტერატურისა და თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, მის დიდ პოპულარობასა და სიყვარულს მშრომელ მასებში, რაც განსაკუთრებული სიძლიერით გამოვლინდა საქართველოში მწერლის 100 წლის იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებით.   ც...

ჩაის და ღვინის დღეები

1975 წლის 30 აპრილს ჩატარდა მწერალთა კავშირის სხდომა, თავმჯდომარე გრიგოლ აბაშიძე, რომელზეც განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხი, ეს იყო ჩაის დღეების ჩატარების ღონისძიებათა დაგეგმვა.  მომხსენებელმა გრიგოლ აბაშიძემ განაცხადა, რომ 1975 წლის 20 ივნისს საქართველოს ჩაის რაიონებში საკავშირო მწერალთა კავშირის თაოსნობით ჩატარდება ჩაის კულტურის დღეები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოძმე რესპუბლიკებიდან მწერალთა კავშირის წარმომადგენლები, ასევე 60 მწერალი ჩამოვა საზღვარგარეთიდან. ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა ამხ. ვიქტორია სირაძე. ასევე უნდა მოეწყოს მეღვინეობის დღეები.  კრებამ დაადგინა, რომ ჩაის კულტურის დღეების ჩატარებაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს მწერალთა კავშირის აქტივმა. (საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი #8, ანაწერი #1, საქმე #2783, ოქმი #3) 

მწერალთა კავშირის გამგეობის პლენუმი

სტენოგრაფიული ანგარიში 1974 წლის 25 ივნისი  თავ-რე - თ. ბუაჩიძე  დღის წესრიგი: საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მაისის პლენუმის შედეგები და ქართველ მწერალთა ამოცანები. მომხსენებელი ამხ. გრ. აბაშიძე   „საბჭოთა კავშირშიც გამოჩნდნენ მლიქვნელები და მექრთამეები, როგორ მოხდა, რომ ვთქვათ, რომელიმე ძველი ბოლშევიკი, საბჭოთა ხელისუფლებისთვის იარაღით მებრძოლი ადამიანი, ქრთამის ამღები გახდა? ასეთი და ბევრი სხვა კითხვა ბუნებრივად ისმება მწერლის წინაშე და მხატვარმა მას გვერდი კი არ უნდა აუაროს, პირიქით, ღრმად უნდა ჩასწვდეს ადამიანის ფსიქიკაში მომხდარი ცვლილებების მიზეზებს და სწორი მარქსისტული ანალიზის საფუძველზე ახსნას მათი დღემოკლეობა, სოციალური უნიადაგობა და სოციალიზმის ბუნებასთან შეთავსებლობა“.   „ამ დღეებში ცკ-ის ბიურომ მიიღო დადგენილება, რომელიც უზრუნველყოფს ქართველი მწერლების შემოქმედებითი და ყოფა-ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. ამ დადგენილებას ჩვენ საგანგებოდ განვიხილავთ უახლოეს მომავალში.  პარტია დიდი მოლოდინით უყურებს ხელოვნებას, ახალ...

საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პლენუმი

სტენოგრაფიული ანგარიში 1973 წლის 25 დეკემბერი   თავ-რე - გრ. აბაშიძე   დღის წესრიგი: „მუშათა კლასი ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში“. მომხსენებელი გ. ნატროშვილი. პლენუმმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ნათქვამი იყო:  „ქართველი მწერლები აქტიურად არიან ჩართულნი მუშათა კლასის საქმიანობის ასახვის საქმეში. მათი კავშირი წარმოებასთან, მუშათა კლასის წარმომადგენლებთან კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ჩვენი ლიტერატურის აღმავლობაზე. „მაგრამ არ შეიძლება ისიც არ აღინიშნოს, რომ ბოლო ათეული წლის მანძილზე ეს საუკეთესო ტრადიცია ერთგვარად შენელდა. ქართველი მწერლები კვალდაკვალ ვერ მიჰყვნენ იმ გრანდიოზულ პროცესებს, რაც თანამედროვე ქალაქისა და მუშათა კლასის ცხოვრებაში მოხდა.  საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პლენუმი იმედს გამოთქვამს, რომ პარტიის ცენტრალური კომიტეტის შემდგომი შეუნელებელი ყურადღებითა და მზრუნველობით ჩვენი მწერლობა ახალ წარმატებებს მოიპოვებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ კომუნიზმის მშენებელი ადამიანის სულიერ ფორმირებას.   პლენუმი ავალებს მწერალთა კავშირის სამდივნოს, მ...

ნოდარ წულეისკირის სიტყვა

საქართველოს მწერალთა კავშირის დახურული პარტიული კრება სტენოგრაფიული ანგარიში 1973 წლის 19 იანვარი „რუსულ ენაზე გამოდის უამრავი ჟურნალ-გაზეთი, წიგნი, არის სკოლები და უნივერსიტეტების ფაკულტეტები, სახელმწიფო დაწესებულებებში საქმის წარმოება თითქმის ყველგან რუსულ ენაზეა. რუსულს სწავლობს ყველა ქართველი 9 წლიდან სიკვდილამდე. ყველა ოჯახში დგას ტელევიზორი - რუსული ენის დიდი პროპაგანდისტი. ენის სწავლება ბუნებრივად მიმდინარეობს და ხელს არავინ უშლის. ამ პროცესის დაჩქარება და მოწოდება რუსული ენის სწავლებისკენ, „მტკიცე მოთხოვნა - ყოველმა ქართველმა ტურგენევივით იცოდეს რუსული ენა“, მთლად სამართლიანი მოთხოვნა არაა. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პროგრამა ჩვენ ამას არ გვასწავლის. იქნებ ჯობდა, „კომუნისტს“ ჯერ ქართული ენის სწავლებისკენ მოეწოდებინა? არსებობს გაბატონებული თეორია, რომ კანონზომიერ მოვლენად იქცა ერების დაახლოება და ენების შერწყმა (сближения и слияние), რომ ეს მოვლენა თანდათან გაძლიერდება და წარმოიშობიან ჯერ ორენოვანი ერები, შემდეგ კი საერთონაციონალური (межнациональный) ენის ჩამოყალიბება ...

სიმონ არველაძის მოხსენება

სიმონ არველაძემ ლიტერატურულ შეკრებაზე წაიკითხა მოხსენება „მხატვრული საწყისი და მისი ზოგიერთი კომპონენტი“. ნაწყვეტი მოხსენების დასაწყისიდან: „მხატვრული კულტურის განვითარებაში ამჟამად მთავარი ხაზია კავშირის განმტკიცება ხალხის ცხოვრებასთან, სინამდვილის მართალი და მაღალმხატვრული ასახვა, ბრძოლა ახლის დამკვიდრებისთვის და ამავე დროს მხილება ყოველივე იმისა, რაც ხელს უშლის საზოგადოებრივ პროგრესს. [...] კომუნისტური იდეალების სულისკვეთებით ახალი ადამიანის აღზრდისა და ფორმირების საკითხი პარტიას მიაჩნია თავის ერთ-ერთ აქტუალურ ამოცანად. ამის განხორციელების მნიშვნელოვან პირობას კი წარმოადგენს სოციალისტური რეალიზმის ლიტერატურა და ხელოვნება; ისინი აყალიბებენ ახალი სამყაროს მშენებელ ადამიანთა სულიერ სახეს, გარკვეულად განსაზღვრავენ მათს მორალურ-პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ განვითარებას“.     „მათ მოიპარეს ლენინის ძეგლი  ქურდი სიწმინდეს ასე ეხება!  და ჩაიტანეს, რომ გადაედნოთ  ხელყუმბარებად და ქვემეხებად“. (ქუთაისის ეროვნული არქივი, ფონდი #268, აღწერა #1, შესანახი ერთეული #4...

მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილება

ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ   1958 წელი, 16 აპრილი  ს. მ. კიროვის სახ. სამკერვალო ფაბრიკაში ჩატარდა ვ. ი. ლენინის დაბადების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო. მოისმინეს მოხსენება: „ვ. ი. ლენინი და ლიტერატურული საკითხები“ (მომხს. მ. ტუსკია)   1961 წელი, 6 სექტემბერი  გაიმართა მწერალთა საერთო კრება, რომელზეც უნდა განეხილათ „ლიტერატურული მუშაკებისადმი მიმართვის“ ტექსტი. მასში აღნიშნულია, რომ „დიდი ადგილი აქვს დათმობილი ადამიანის აღზრდის პრობლემებს და ამ საპატიო საქმეში მწერლობის როლს. განყოფილებაში გაერთიანებული მწერლები იღებენ ვალდებულებას, რათა არსებითად გარდაიქმნას მწერალთა ორგანიზაციის შემოქმედებით-მასობრივი მუშაობა. საზოგადოებრივ საწყსებზე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მწერლები უხელმძღვანელებენ მსხვილ საწარმოებთან არსებულ ლიტერატურულ წრეებს, ახალგაზრდა მწერალთა სექციის მუშაობაში მიიზიდავენ და ჩააბავენ მუშა-ახალგაზრდობას და ყოველმხრივ შეეცდებიან მათ დახმარებას ესთეტიკური აღზრდის საქმეში“ . (ქუთაისის ეროვნული არქივი ფონდი #268, აღწერ...

სამეცნიერო კონსულტანტთან შეხვედრა

Изображение
2025 წლის 9-12 მაისს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი მაკა ელბაქიძე და პროექტის ძირითადი შემსრულებელი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის პრეზიდენტი ირმა რატიანი იმყოფებოდნენ ქალაქ ბაქოში უცხოელ მეცნიერ-კონსულტანტთან, რაჰილია გეიბულაევასთან საკონსულტაციო შეხვედრაზე. პროფესორი გეიბულაევა არის აზერბაიჯანის კომპარატივისტული ასოციაციის პრეზიდენტი, ბაქოს სლავური უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც ქართველ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  შეხვედრისას გამოიკვეთა კვლევის რამდენიმე მიმართულება, კერძოდ: იდენტობის რეკონსტრუქციის საკითხები პოსტსაბჭოთა გარდამავალ პერიოდში; ეროვნულ ლიტერატურათა და კულტურათა საწყისი წერტილები, მათი საერთო წარსულის განმსაზღვრელი კრიტერიუმები და მათი თანამედროვე ინტერპრეტაცია; სტერეოტიპები, არქეტიპები, პროტოტიპები; კულტურულ არქეტიპთა იდენტურობა და „ნაციონალურობა“ და ა. შ.