ჩაის და ღვინის დღეები

1975 წლის 30 აპრილს ჩატარდა მწერალთა კავშირის სხდომა, თავმჯდომარე გრიგოლ აბაშიძე, რომელზეც განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხი, ეს იყო ჩაის დღეების ჩატარების ღონისძიებათა დაგეგმვა. 
მომხსენებელმა გრიგოლ აბაშიძემ განაცხადა, რომ 1975 წლის 20 ივნისს საქართველოს ჩაის რაიონებში საკავშირო მწერალთა კავშირის თაოსნობით ჩატარდება ჩაის კულტურის დღეები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოძმე რესპუბლიკებიდან მწერალთა კავშირის წარმომადგენლები, ასევე 60 მწერალი ჩამოვა საზღვარგარეთიდან. ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა ამხ. ვიქტორია სირაძე. ასევე უნდა მოეწყოს მეღვინეობის დღეები. 
კრებამ დაადგინა, რომ ჩაის კულტურის დღეების ჩატარებაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს მწერალთა კავშირის აქტივმა.

(საქართველოს ეროვნული არქივი,
ფონდი #8, ანაწერი #1, საქმე #2783, ოქმი #3) 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სამეცნიერო კონსულტანტთან შეხვედრა

„შალვაობის“ დაწესება

მწერალთა კავშირის გამგეობის პლენუმი