სიმონ არველაძის მოხსენება

სიმონ არველაძემ ლიტერატურულ შეკრებაზე წაიკითხა მოხსენება „მხატვრული საწყისი და მისი ზოგიერთი კომპონენტი“. ნაწყვეტი მოხსენების დასაწყისიდან:

„მხატვრული კულტურის განვითარებაში ამჟამად მთავარი ხაზია კავშირის განმტკიცება ხალხის ცხოვრებასთან, სინამდვილის მართალი და მაღალმხატვრული ასახვა, ბრძოლა ახლის დამკვიდრებისთვის და ამავე დროს მხილება ყოველივე იმისა, რაც ხელს უშლის საზოგადოებრივ პროგრესს. [...] კომუნისტური იდეალების სულისკვეთებით ახალი ადამიანის აღზრდისა და ფორმირების საკითხი პარტიას მიაჩნია თავის ერთ-ერთ აქტუალურ ამოცანად. ამის განხორციელების მნიშვნელოვან პირობას კი წარმოადგენს სოციალისტური რეალიზმის ლიტერატურა და ხელოვნება; ისინი აყალიბებენ ახალი სამყაროს მშენებელ ადამიანთა სულიერ სახეს, გარკვეულად განსაზღვრავენ მათს მორალურ-პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ განვითარებას“.  
 
„მათ მოიპარეს ლენინის ძეგლი 
ქურდი სიწმინდეს ასე ეხება! 
და ჩაიტანეს, რომ გადაედნოთ 
ხელყუმბარებად და ქვემეხებად“.

(ქუთაისის ეროვნული არქივი,
ფონდი #268, აღწერა #1, შესანახი ერთეული #40, გვ. 76)

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სამეცნიერო კონსულტანტთან შეხვედრა

„შალვაობის“ დაწესება

მწერალთა კავშირის გამგეობის პლენუმი