მწერლის მოვალეობის შესახებ

1976 წლის 16 ნოემბერი 

თავ-რე ნ. დუმბაძე 

 დღის წესრიგი: საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილება, თუ როგორ ასრულებს საქ. კპ ცენტრალური კომიტეტის დადგენილებას თბილისის პარტიული ორგანიზაციის პოლიტიკური და ორგანიზატორული მუშაობის შესახებ. 
 სიტყვა მოხსენებისთვის ეძლევა მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს - გრიგოლ აბაშიძეს: „დისციპლინა ლიტერატურაში მაღალ პროფესიონალიზმს გულისხმობს. წავიდა დრო მოყვარულობისა და დილეტანტიზმისა. დღეს მწერლის შრომა, თუ იგი მართლა მწერალია და პროფესიონალი, უაღრესად ორგანიზებულია და სამუშაო დროც მკაცრად რეგლამენტირებული. როცა კაცი ლიტერატურული შრომით ცხოვრობს და ეს მისი ერთადერთი პროფესიაა, იგი ყოველ წელს თუ არა, ორ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა წერდეს ახალ ტომს. ასეა ყველგან, საბჭოთა რუსეთშიც, სოციალისტურ ევროპაშიც და კაპიტალისტურ დასავლეთშიც“. 
 კამათში გამოსული გიორგი ნატროშვილი ჩივის იმაზე, რომ ახალგაზრდების ლიტერატურაში ძირითადად მოთქმა და ბებრული წუწუნია წუთისოფლის სიმრუდეზე და არა ახალგაზრდული აღტაცება და ჟინი. ამიტომ მას მიაჩნია: „ჩვენ ძალიან ცოტას ვაკეთებთ მათი იდეური აღზრდისათვის. ცოტას ვაკეთებთ და ეს იმ დროს, როდესაც ცენტრალური კომიტეტის ივნისის დადგენილება არის საუკეთესო მაჩვენებელი, თუ რაოდენ დიდი ზეგავლენა აქვს პარტიულ ზრუნვას და უნდა ვეცადოთ, ახალგაზრდა გავაგზავნოთ დიდ მშენებლობებზე პირველ რიგში. ახალგაზრდა ჩაკეტილია თავის თავში და ეს ამის ბრალია. ჩვენ პირველ რიგში მშენებლობაზე უნდა გავაგზავნოთ ახალგაზრდა, მივცეთ პირველ რიგში მათ ჯილდოები და პრემიები“.

(საქართველოს ეროვნული არქივი,
ფონდი #8, ანაწერი #1, საქმე #2863)

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სამეცნიერო კონსულტანტთან შეხვედრა

„შალვაობის“ დაწესება

მწერალთა კავშირის გამგეობის პლენუმი