მწერალთა კავშირის მე-9 ყრილობა
ნაწყვეტი საქ. კპ ცკ მდივნის, ამხ. გურამ ენუქიძის მისასალმებელი სიტყვიდან:
30 მარტი 1981 წელი
„საბჭოთა საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარების, პარტიის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებების მეცნიერულ განსაზღვრასთან ერთად ყრილობამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იდეოლოგიურ, იდეურ-ზნეობრივ საკითხებს, ამ საკითხების გადაწყვეტაში ლიტერატურისა და ხელოვნების ამოცანებს; სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ ამხ. ლ. ი. ბრეჟნევმა საანგარიშო მოხსენებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უდავოა შემოქმედი მუშაკების წარმატებანი ჩვენი თანამედროვეობის ბრწყინვალე საქმეების შექმნაში. ეს ნაწარმოებნი აღელვებს ადამიანს, იწვევს პაექრობას, გვაიძულებს, ჩავუფიქრდეთ აწმყოსა და მომავალს. პარტია მიესალმება საუკუთესო ნაწარმოებებისათვის დამახასიათებელ მოქალაქეობრივ პათოსს, ნაკლოვანებებისადმი შეურიგებლობას, ხელოვნების აქტიურ ჩარევას იმ პრობლემათა გადაწყვეტაში, რომლებითაც ჩვენი საზოგადოება სულდგმულობს“.
როგორც საქართველოს კომპარტიის XXVI ყრილობაზე ითქვა, ამ ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა ლიტერატურისა და ხელოვნების იდეოლოგიური ეფექტი, იდეოლოგიური ფუნქცია ჩვენი თანამედროვის მსოფლმხედველობის, ესთეტიკური გემოვნების, მისი სულიერი სამყაროს ჩამოყალიბების საქმეში. მიმდინარეობს, ერთი მხრივ, წმინდა პარტიული, იდეოლოგიური ფენომენისა და, მეორე მხრივ, ლიტერატურისა და ხელოვნების ინტეგრაციის, აღმზრდელობითი ღირებულების ურთიერთშეღწევის პროცესი“.
(საქართველოს ეროვნული არქივი,
ფონდი #8, ანაწერი #1, საქმე #3093)
Комментарии
Отправить комментарий