საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პლენუმი

სტენოგრაფიული ანგარიში

1973 წლის 25 დეკემბერი 

 თავ-რე - გრ. აბაშიძე 

 დღის წესრიგი: „მუშათა კლასი ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში“. მომხსენებელი გ. ნატროშვილი. პლენუმმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ნათქვამი იყო: 

„ქართველი მწერლები აქტიურად არიან ჩართულნი მუშათა კლასის საქმიანობის ასახვის საქმეში. მათი კავშირი წარმოებასთან, მუშათა კლასის წარმომადგენლებთან კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ჩვენი ლიტერატურის აღმავლობაზე. „მაგრამ არ შეიძლება ისიც არ აღინიშნოს, რომ ბოლო ათეული წლის მანძილზე ეს საუკეთესო ტრადიცია ერთგვარად შენელდა. ქართველი მწერლები კვალდაკვალ ვერ მიჰყვნენ იმ გრანდიოზულ პროცესებს, რაც თანამედროვე ქალაქისა და მუშათა კლასის ცხოვრებაში მოხდა. 
საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პლენუმი იმედს გამოთქვამს, რომ პარტიის ცენტრალური კომიტეტის შემდგომი შეუნელებელი ყურადღებითა და მზრუნველობით ჩვენი მწერლობა ახალ წარმატებებს მოიპოვებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ კომუნიზმის მშენებელი ადამიანის სულიერ ფორმირებას.  
პლენუმი ავალებს მწერალთა კავშირის სამდივნოს, მჭიდრო კავშირი დაამყაროს რესპუბლიკის მსხვილ საწარმოებთან, სისტემატურად მოაწყოს შეხვედრები მუშებთან როგორც მთელი ქარხნის, ისე საამქროების მასშტაბით, მოაწყოს ცალკეული მხატვრული ნაწარმოებების ერთობლივი განხილვა. ფაბრიკა-ქარხნებზე ხანგრძლივად იქნან მიმაგრებული მწერლები, რომლებიც დაეხმარებიან ადგილობრივ ორგანიზაციებს კულტურულ-მასობრივ მუშაობაში, ერთობლივი ღონისძიებების მომზადებასა და ჩატარებაში“ (გვ. 156-157).

(საქართველოს ეროვნული არქივი,
ფონდი #8, ანაწერი #1, საქმე #2677)

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სამეცნიერო კონსულტანტთან შეხვედრა

„შალვაობის“ დაწესება

მწერალთა კავშირის გამგეობის პლენუმი