მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილება
ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ
1958 წელი, 16 აპრილი
ს. მ. კიროვის სახ. სამკერვალო ფაბრიკაში ჩატარდა ვ. ი. ლენინის დაბადების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო. მოისმინეს მოხსენება: „ვ. ი. ლენინი და ლიტერატურული საკითხები“ (მომხს. მ. ტუსკია)
1961 წელი, 6 სექტემბერი
გაიმართა მწერალთა საერთო კრება, რომელზეც უნდა განეხილათ „ლიტერატურული მუშაკებისადმი მიმართვის“ ტექსტი. მასში აღნიშნულია, რომ „დიდი ადგილი აქვს დათმობილი ადამიანის აღზრდის პრობლემებს და ამ საპატიო საქმეში მწერლობის როლს. განყოფილებაში გაერთიანებული მწერლები იღებენ ვალდებულებას, რათა არსებითად გარდაიქმნას მწერალთა ორგანიზაციის შემოქმედებით-მასობრივი მუშაობა. საზოგადოებრივ საწყსებზე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მწერლები უხელმძღვანელებენ მსხვილ საწარმოებთან არსებულ ლიტერატურულ წრეებს, ახალგაზრდა მწერალთა სექციის მუშაობაში მიიზიდავენ და ჩააბავენ მუშა-ახალგაზრდობას და ყოველმხრივ შეეცდებიან მათ დახმარებას ესთეტიკური აღზრდის საქმეში“ .
(ქუთაისის ეროვნული არქივი
ფონდი #268, აღწერა #1, შესანახი ერთეული #35, გვ. 24)
Комментарии
Отправить комментарий