მწერალთა კავშირის აქტივის კრება
ოქმი
1977 წლის 7 ივნისი
თავ-რე - გრ. აბაშიძე, მდივანი - ზ. ბოტკოველი
დღის წესრიგი: საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ახალი კონსტიტუცია და ქართველ მწერალთა ამოცანები.
აქტივის კრებამ მიიღო დადგენილება:
მთელი ქართული მწერლობა ერთსულოვნად იწონებს ჩვენი ეპოქის უდიდეს დოკუმენტს - ახალი საბჭოთა კონსტიტუციის პროექტს. ჩვენს ქვეყანაში სოციალიზმის გამარჯვების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ახალი კონსტიტუციის მიღება ჭეშმარიტად დასტურია საბჭოთა დემოკრატიის განვითარებისა, ნიშანსვეტია ჩვენი სამშობლოს შემდგომი წინსვლისა. იწონებენ რა ახალი კონსტიტუციის პროექტს, ქართველი მწერლები აცხადებენ თავიანთ მზადყოფნას - კვლავ შთაგონებულად ემსახურონ ჩვენს პარტიას, მთელ ხალხს. ჩვენ გვჯერა, რომ ახალი კონსტიტუცია ხელს შეუწყობს ჩვენი ლიტერატურის ახალ აღმავლობას და განვითარებას. ახალი კონსტიტუციით, ჩვენი ხალხის გამარჯვებებით შთაგონებული ქართული მწერლობა მთელი შემოქმედებითი ძალების მობილიზაციით ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ღირსეულად ასახოს საბჭოთა ხალხის თავდადებული შრომა და ბრძოლა კომუნიზმის საბოლოო გამარჯვებისათვის ჩვენს ქვეყანაში.
(საქართველოს ეროვნული არქივი,
ფონდი #8, ანაწერი #1, საქმე #2909)
Комментарии
Отправить комментарий